IKANI-ს ბრენდის დამფიძნებელი გიორგი სანებლიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, აშშ-ის ბაზრისთვის ქართული ბრენდი ახალ კოლექციას ამზადებს და გაყიდვების გაზრდის მოლოდინი აქვს.
ქართული ბრენდი დაახლოებით 3 წელია ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ნამუშევრებს უკვე ამერიკელი მომხმარებლებისთვისაც ქმნის, ამასთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ბრენდის გერმანიისა და იტალიის ბაზრებზე წარსადგენად.
„ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ მიდის მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან გერმანიისა და იტალიის ბაზრებზე შესვლასთან დაკავშირებით“, - ამბობს გიორგი სანებლიძე.
ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს ბრენდი ვებგვერდის პროგრამული გაუმჯობესება, რადგან სურვილი აქვთ, რომ მაღალი ხარისხის ფუნქციური საიტი შექმნან, სადაც ნაკეთობის შეძენა მარტივად იქნება შესაძლებელი.
„წარმოებაში, უმეტესად ქართულ, ბუნებრივ ქვებსა და მაღალი 925 სინჯის, ვერცხლს ვიყენებთ. სამკაულები მზადდება საკუთარი ტექნოლოგიით, რომელიც ინდივიდუალურია. ბრენდის ნაწარმი თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია, რომელსაც ხარისხთან ერთად დიზაინიც გამოარჩევს და ვფირობთ, ჩვენი ნიშაც სწორედ ისაა, რომ ვქმნით ხარისხიან პროდუქრს და ყურადრებას ვაქცევღ ყოველ დეტალს“, - ამბობს დამფუძნებელი.
ბრენდი IKANI 2016 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის საქართველოში 3 ლოკაციაზეა წარმოდგენილი. აქედან ორი ფილიალი 2023 წელს დაემატა. ერთი ისთ ფოინთში, ხოლო მეორე ბათუმში, გრანდ მოლში.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა