2023 წლის II კვარტალში ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (68.9%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (30.4%-იანი წილი). ამის შესახებ აღნიშნულია გალტ & თაგარტის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
ირკვევა, რომ ჯამურად, 2023 წლის I ნახევარში საქართველომ 2.5 მლნ მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც ტურისტული ვიზიტები იყო 1.9 მლნ (2019 წლის I ნახევრის 90.8%), ხოლო ერთდღიანმა ვიზიტებმა 0.6 მლნ შეადგინა (2019 წლის I ნახევრის 54.3%, რაც ძირითადად აზერბაიჯანის იერ ჩაკეტილი საზღვრით იხსნება).
2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 58.7%-ით გაიზარდა და 1.5 მლნ მოგზაური შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 44.8%-იანმა ზრდამ განაპირობა (დაახ. 74% მთლიან ვიზიტებში), რასაც მოჰყვება ერთდღიანი ვიზიტები (+119.0% წ/წ).
ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან (25.0% წილი ჯამურ ვიზიტებში), რუსეთიდან (21.9% წილი) და სომხეთიდან (14.7% წილი).
უახლესი