დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
II კვარტალში  უცხოელი ვიზიტორების მიერ ქვეყანაში საშუალო ღამისთევების მაჩვენებელი შემცირდა

II კვარტალში უცხოელი ვიზიტორების მიერ ქვეყანაში საშუალო ღამისთევების მაჩვენებელი შემცირდა

14-08-2023 11:30:47

2023 წლის II კვარტალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცხოელი ვიზიტორების მიერ ქვეყანაში ვიზიტებისას გათეული ღამეების რაოდენობა შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.8 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 22.3 პროცენტით ნაკლებია.

განხორციელებული ვიზიტების 73.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 

საქსტატის ინფორმაციითვე, 2023 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 49.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 6.1 პროცენტით შემცირდა და 2 292.0 ლარი შეადგინა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები