იაპონური ავტომწარმოებელი Isuzu Motors-ი რუსეთის ბაზარს საბოლოოდ ტოვებს. ინფორმაციას იაპონური სააგენტო Kyodo ავრცელებს.
კომპანიამ თავისი „შვლობილის“ აქტივები დიდ ავტომწარმოებელს გადასცა. ამავდროულად, არ არის დაკონკრეტებული, ვინ მიიღო კონტროლი რუსეთის ფედერაციაში Isuzu Motors-ის შვილობილი კომპანიის აქციებზე. სხვა დეტალები არ არის ცნობილი.
2022 წლის მარტში, Isuzu Motors-მა შეაჩერა სატვირთო მანქანების წარმოება ულიანოვსკის ქარხანაში. სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ კომპანია რუსეთიდან წასვლას განიხილავდა, რადგან ქვეყანაში კომპონენტების მიწოდების საკითხის მოგვარება ვერ შეძლო.
უახლესი
31 წუთის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა