შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული 2023 წლის I კვარტალის სტატისტიკის ტანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.
3 თვეში ქვეყნის საზღვარი რუსეთის 298 285-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
შსს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკით, იანვარი-მარტში ქვეყნიდან რუსეთის ფედერაციის 320 236 მოქალაქე გავიდა.
საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში მეორეა თურქეთი, შემდეგ სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და უკრაინა.
ოფიციალური მონაცემებით 2023 წლის I კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 3 574 595-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა).
მოქალაქეების 66% უცხოელი იყო, 34% კი - ქართველი. შემომსვლელებიდან, 732 738-მა მოქალაქემ ქვეყანაში 24 საათი და მეტი გაატარა, 171 133 მოქალაქე საქართველოში გავლით იმყოფებოდა.
შსს-ს ცნობით, იანვარი-მარტის პერიოდში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მესამეა - სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტი.
უახლესი