დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იაფი მოდელების დაანონსების ფონზე, Tesla, inc. (TSLA)-ს აქციების ფასი 9%-ით გაიზარდა

იაფი მოდელების დაანონსების ფონზე, Tesla, inc. (TSLA)-ს აქციების ფასი 9%-ით გაიზარდა

11-05-2024 14:47:00

გიზიარებთ ბლოგს: Tesla, inc. (TSLA)-ს აქციების ფასი მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან ანალიტიკოსების აზრით, ილონ მასკის სტრატეგია იმ პრობლემების გადაწონას ახერხებს, რომლებიც საზოგადოებას აშფოთებდა და კომპანიის მომავალს ბუნდოვანს ხდიდა. 


მიუხედავად იმისა, რომ კვარტალური შემოსავალი შემცირდა, Tesla, inc. (TSLA)-ს აქციების ფასი იზრდება, რადგან კომპანია იაფი მოდელების გამოშვებას ჩქარობს.
Tesla, inc. (TSLA)-მ პირობა დადო, რომ თავისი ელექტრო მანქანების მეტად ხელმისაწვდომ მოდელებს გამოუშვებს, რაც ბოლოდროინდელი დანაკარგების ანაზღაურებას მოხმარდება. 


სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, აღინიშნა, რომ ახალი მოდელების გამოშვება დაჩქარებული წესით დაიწყება. განცხადებას კი უკვე ოთხშაბათს Tesla, inc. (TSLA)-ს აქციების ფასის 9%-იანი ზრდა მოჰყვა.


აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, მანამდე იანვარში აღნიშნა, რომ Tesla, inc. (TSLA) მომავალ წელს ახალი, ბიუჯეტური მანქანის წარმოებისთვის ემზადებოდა (Model 2, ფასით $25000). თვის დასაწყისში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტი გაუქმდა, რამაც Tesla, inc. (TSLA)-ს აქციების დაცემა გამოიწვია. მასკმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. 


მასკმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ Model 2-ს დასჭირდება ახალი წარმოების სისტემა ტეხასსა და მექსიკაში. დაინტერესებულებს კი მეტი ინფორმაციის გაზიარებას აგვისტოს თვეში პირდება. 


აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე თქვა, რომ Tesla, inc. (TSLA)-ს განხილვა, როგორც მხოლოდ ავტომობილების კომპანია - შეცდომაა. მას მიაჩნია, რომ Tesla, inc. (TSLA)-ს ავტონომიური მანქანების წარმოებაზე ფოკუსირება გამორჩეულად მნიშვნელოვანია კომპანიის საქმიანობაში და აცხადებს, რომ თუ ვინმეს არ სჯერა, რომ Tesla, inc. (TSLA)-ს ამას შეძლებს, კომპანიაში ინვესტირებას არც ურჩევს. მან გადაჭრით აღნიშნა, რომ Tesla, inc. (TSLA) ყველა გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდება.
 

Tesla, inc. (TSLA)-ს აქციების შეძენას შეძლებ აქ.


*გაითვალისწინე, რომ ეს არის ფინანსური რჩევა.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები