დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Handwritten Collection ბრენდის დებიუტი ამიერკავკასიაში - Mardi Holding-ი Accor-თან თანამშრომლობით ბათუმში სასტუმროს ხსნის

Handwritten Collection ბრენდის დებიუტი ამიერკავკასიაში - Mardi Holding-ი Accor-თან თანამშრომლობით ბათუმში სასტუმროს ხსნის

02-11-2023 07:05:08

მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ჯგუფი - კომპანია Accor, თანამშრომლობის მიზნით გეგმავს ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია „Mardi Holding"-თან, რომლის ფარგლებშიც 2026 წლისთვის იგეგმება  საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე Handwritten Collection ბრენდის მქონე სასტუმროს გახსნა. 2023 წლის იანვარში ელეგანტური Handwritten Collection ბრენდი შევიდა Accor-ის პორტფოლიოში და წარმოადგენს ექსკლუზიური სასტუმროების უნიკალურ კოლექციას ინდივიდუალური დიზაინით. ბრენდის სასტუმროები სტუმრებს სთავაზობს ელეგანტური და თბილი სტუმართმოყვარეობის გამოცდილებას ადგილობრივი სასტუმროების მხრიდან.

„ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ ბათუმში Handwritten-თთან პროექტის ხელმოწერას - დახვეწილი Handwritten Collection ბრენდის პირველი პროექტი ჩვენს რეგიონში. ის შექმნილია მოგზაურთათვის, რომლებიც აფასებენ მოგზაურობის დროს შეძენილ სულიერ შთაბეჭდილებებს და სტუმართმოყვარეობის უახლეს ტენდენციებს. ამავდროულად, ახალი ბრენდი შექმნილია დამოუკიდებელი სასტუმროებისა და ბუტიკ სასტუმროების მფლობელების მხარდასაჭერად, რომლებიც ცდილობენ გააძლიერონ თავიანთი საერთაშორისო პოზიციები, გააფართოვონ აუდიტორია და შეინარჩუნონ საკუთარი ინდივიდუალურობა. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს დინამიურად განვითარებადი ტურისტული ბაზარი შეძლებს დამატებითი იმპულსის მიღებას სასტუმროს ახალი ბრენდების მოზიდვით და ადგილობრივი საზოგადოება მიიღებს უნიკალურ სასტუმროს, რომელიც აკმაყოფილებს არა მხოლოდ ადგილობრივ ტრადიციულ საჭიროებებს, არამედ სტუმართმოყვარეობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს. მადლობას ვუხდით Mardi Holding-ს მშვენიერი შესაძლებლობისთვის, განვახორციელოთ კიდევ ერთი პროექტი ქვეყნის მთავარ შავი ზღვის კურორტზე", - განაცხადა Accor New East Europe-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსის დელაროფმა.

ახალი სასტუმრო 197 ფართო და კომფორტულ ნომერს გააერთიანებს, ლუქსის ჩათვლით. სასტუმროს, საერთო ფართი 80 000 მ2 იქნება, რომელშიც განთავსდება თანამედროვე ფიტნეს დარბაზი, გასტრონომიული რესტორანი და საკონფერენციო დარბაზები. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი სასტუმროდან 20 წუთის სავალ მანძილზეა, ცენტრალური მატარებლის სადგური კი სულ რაღაც 10 წუთის გზაზე. კარგი ადგილმდებარეობის წყალობით, სასტუმროს სტუმრებს ექნებათ მარტივი წვდომა ქალაქის მთავარ ინფრასტრუქტურასთან და რეკრეაციულ და ტურისტულ ზონებთან, მათ შორის ცოცხალ ცენტრთან ცნობილი ბათუმის ბულვარით, რომელიც გადის შავი ზღვის სანაპიროზე თითქმის 7 კილომეტრზე, დასასვენებელ ზონასა და უამრავი ბართან, მაღაზიასა და რესტორანთან.

Handwritten Collection შექმნილია ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების ასახვის მიზნით იმისთვის, რომ სტუმრებს მისცეს უნიკალური შესაძლებლობა გაიცნონ ადგილობრივი სასტუმროები, მათი ხასიათი და ენერგია. ბრენდს არ გააჩნია ორი იდენტური სასტუმრო და ყოველი ახალი დაკავშირებულია განსხვავებულ გამოცდილებასთან.

"სასტუმროს პატივცემულ ოპერატორ Accor-თან პარტნიორობით, მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ სრულიად ახალი სასტუმრო გამოცდილება ბათუმსა და საქართველოში. ჩვენი ინვესტორებისა და სტუმრებისთვის შექმნილია უნიკალური და ელეგანტური რეზიდენციები, სასტუმროს განსაკუთრებული მომსახურებით. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი პანორამული თბილი აუზით გახდება ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი ბათუმის რუკაზე", - აღნიშნავს მარდი ჰოლდინგის მმართველი პარტნიორი ნუგზარ ბერიშვილი.

Handwritten-ის გახსნა ბათუმში იგეგმება 2026 წელს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები