დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვინდა რეგიონში „სელფი მობაილმა“ წარმატებული სიტყვა თქვას და გლობალურ ბაზარზე საქართველო აღინიშნოს, როგორც ციფრული რუკის საამაყო ნაწილი - თამარ გახარია

გვინდა რეგიონში „სელფი მობაილმა“ წარმატებული სიტყვა თქვას და გლობალურ ბაზარზე საქართველო აღინიშნოს, როგორც ციფრული რუკის საამაყო ნაწილი - თამარ გახარია

23-01-2025 14:00:00

Cellfie • სელფი, რომელიც ბოლო წლებია ბაზარზე ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს თანდათან უფრო ფართოვდება და იზრდება. კომპანია „სელფი მობაილმა“, რომელიც CBS Group-ის საკუთრებას წარმოადგენს, ქსელის მოდერნიზაციის შემდეგ მისი გაფართოების პროგრამა დაიწყო. ცხადია ქსელის გაფართოების პარალელურად იზრდება ინვესტიციების მოცულობას.
თუ როგორი იყო კომპანიისთვის გასული წელი და რა ხედვები აქვს CBS Group-ს Cellfie-ს მომხმარებლების და არეალის ზრდის მიმართულებით Business Insider Georgia CBS Group-ის ფინანსურ დირექტორს თამარ გახარიას ესაუბრა. 

- როგორ აფასებს CBS Group-ი 2024 წელს, რა პროექტები განახორციელა კომპანიამ Cellfie-ში და რა გეგმები აქვს კომპანიას ქსელის გაფართოების კუთხით?

- მას შემდეგ CBS Group-მა კომპანიის 100%-იანი წილი შეიძინა და განახორციელა რებრენდინგი, ბევრი დაპირებები გავეცით, რომელსაც წლიდან წლამდე მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა წარმატებით ვახორციელებთ. პირველი დაპირება რაც იყო, აუცილებლად უნდა განგვეხორციელებინა ქსელის განახლება, რომლის უკვე დასრულებულია. 2024 წელი იყო ზუსტად გაუმჯობესებული სერვისების მიწოდების წელი იმ თვალსაზრისით, რომ არსებული ქსელის სრული მოდერნიზაცია განხორციელდა და დასრულდა. ჩვენ ასევე ვიყავით პირველები ვინც შევიძინეთ 5G ლიცენზია და დავნერგეთ ის ჩვენი მომხმარებლებისათვის. რომელიც თავის მხრივ ასევე იყო პირველი ინოვაციური ნაბიჯი, რომელიც ასევე წარმატებით განხორციელდა. მინდა ვთქვა, რომ ის გაცხადებული გეგმა, რომ წლის ბოლომდე Cellfie-ს აბონენტებს თბილისის მასშტაბით და ასევე იმ რეგიონებში, რომელიც ტურისტულად აქტიური რეგიონებია ხელმისაწვდომი იქნებოდა 5G ინტერნეტი. ჩვენ ეს დაპირებაც შევასრულეთ. 

ასევე თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით პარტნიორობის კონტრაქტზე, რომელიც არის მსოფლიოში წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიის ლიდერი კომპანია Vodafone და მასთან ერთად შევასრულეთ კიდევ ერთი დაპირება, რაც გულისხმობს ინოვაციების ჩამოტანას და გაცნობას ჩვენი მომხმარებლებისათვის. კონკრეტულად Vodafone-თან პარტნიორობა ასევე გახლავთ არამხოლოდ ჩვენი ჯგუფის წარმატება, კომპანიის წარმატება და დაუღალავი შრომის შედეგი, არამედ ეს არის ქვეყანაში ნიშნავს განსხვავებულ სიტყვას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. ვინაიდან არამხოლოდ ფურცელზე დაწერილი პარტნიორობაა, არამედ გულისხმობს აქტიურ ნაბიჯებს. თუნდაც ის პლატფორმა, რომლის ინტეგრაციაც მოვახდინეთ ჩვენს Cellfie-ს აპლიკაციაში გახლავთ ლოიალობის პროგრამა, რომელიც ზრდის ჩვენი მომხმარებლებისათვის პირველ რიგში ხელმისაწვდომობას განსხვავებული სერვისებისადმი, როგორიცაა განსხვავებული ბრენდებისგან შემოთავაზებული ფასდაკლებები, ასევე ვიწყებთ თანამშრომლობას სხვადასხვა ლოკალურ ბრენდებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ განსაკუთრებული შეთავაზებების გაკეთებას ჩვენი აბონენტებისათვის. ვიმედოვნებთ, რომ გარდა Cellfie-ს აბონენტების კმაყოფილების ზრდისა ეს დააფიქრებს სხვა აბონენტებსაც და ჩვენი აბონენტების ბაზა წარმატებით გაიზრდება. ეს რა თქმა უნდა ითარგმნება, როგორც კონკურენციის ზრდაში, ისე ინოვაციების დანერგვაში და კომპანიის წარმატებაში. გვინდა, რომ რეგიონში ვთქვათ ჩვენი წარმატებული სიტყვა და გლობალურ ბაზარზე საქართველო აღინიშნოს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ციფრული რუკის საამაყო წევრი. 

- რა გეგმები აქვს Cellfie-ს და მის მფლობელ კომპანიას ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით, რა გაკეთდა ამ მხრივ 2024 წელს და როგორია უახლოესი 3-5 წლის გეგმები? ამ დროისათვის რა ტიპის და ზომის საინვესტიციო პორტფელი გაქვთ შეთანხმებული?

- გაცხადებული გეგმა რაც გვქონდა, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა ქსელის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციაში, ასევე ახალი ლიცენზიების შეძენაში. შესაბამისად ჩვენს ამ კურსს ვაგრძელებთ, რომელიც არ შეჩერდება. ანუ აქტიური განვითარება და ქსელის გაფართოების გეგმა გაქვს. პირველი იყო მოდერნიზაცია, შესაბამისად ქსელის განახლება, ხოლო მეორე ეტაპია გაფართოება და დაფარვის არეალის მასშტაბების ზრდა. შესაბამისად ინვესტიციები, როდესაც საქმე დაფარვის ზონას ეხება კიდევ უფრო იზრდება. აქტიური გეგმა გაქვს გაწერილი გაქვს მომდევნო 2 წლის განმავლობაში. ელოდეთ ჩვენგან, როგორც არსებული ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ახალ სიახლეებს.

- მას შემდეგ რაც  სიბიეს ჯგუფი წარმოადგენს კომპანია Cellfie-ს, რა შედეგები დადეთ აბონენტების რაოდენობის ზრდის კუთხით და რამდენად დამაკმაყოფილებელია არსებული მიღწევები?

- 2024 წელო კომპანიის ისტორიაში არის პირველი წელი, როდესაც კომპანიამ დადებითი შედეგებით დაასრულა ყველა მიმართულებით, ყველა მაჩვენებელი შესრულდა ორნიშნა ზრდის მაჩვენებლებით. ასევე პირველად კომპანიის ისტორიაში მოგება იყო დადებითი. ეს ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ ისახება Cellfie-ს წარმატებაში. არ ყოფილა კომპანიის ისტორიაში ისეთი შემთხვევა, რომ ორნიშნა ზრდა გვქონოდა. ზოგ შემთხვევაში 10%-იანი ზრდაა და ზოგი მიმართულებით კი 12%-იანი. ეს არის უპრეცედენტო კომპანიის ისტორიაში.

- წლების უკან, მაშინდელი „ბილაინის“ აბონენტები გარკვეულწილად ხარისხ უჩიოდნენ, რა ხდება დღეს Cellfie-ს შემთხვევაში, როგორია მომხმარებლის  მხრიდან უკუკავშირი?

- ეს ყველაფერი რასაც ვაკეთებთ ორიენტირებულია მდგრადობაზე, რომელიც ნიშნავს ზუსტად მომხმარებლის კმაყოფილებაზე დაფუძნებულ ზრდის სტრატეგიას. შესაბამისად, ეს ყველაფერი ითარგმნება ციფრებში, გაგვეზარდა ხარისხი და მომხმარებელმა იგრძნო, რომ ამ ინვესტიციებმა შეძლო ხარისხის გაუმჯობესება.  ეს არ არის დასრულებული. ცხადია გარკვეული პრეტენზიები არსებობს და ეს, რომ არ არსებობდეს კომპანია არც განვითარდებოდა. მე მადლიერი ვარ იმ მომხმარებლების, რომლებიც გამოხატავენ გულღიად თუ რა ხარვეზები გაქვს და თუ სად უნდა გამოვსწორდეთ და ასე შემდეგ. ასევე რაში გამოიხატება მათი საჭიროებები და ეს ყველაფერი ეტაპობრივად ავსახოთ და შესაბამისად გავაუმჯობესოთ მათი გამოცდილება ჩვენთან. არ არსებობს კომპანია, სადაც არ არის გარკვეული ხარვეზები. სადაც არ არის ხარვეზი არ არსებობს განვითარება. მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ ნაბიჯ-ნაბიჯს, მაგრამ მედგრად და მდგრადი განვითარებისთვის ვიღვწით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები