დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გუმბათი ჰოლდინგი“ ახალ პროექტებზე მუშაობს, რომელიც უფრო დახვეწილი და მომხმარებლებზე მორგებული იქნება

„გუმბათი ჰოლდინგი“ ახალ პროექტებზე მუშაობს, რომელიც უფრო დახვეწილი და მომხმარებლებზე მორგებული იქნება

03-07-2024 13:00:00

 

„გუმბათი ჰოლდინგი“ ახალ პროექტებზე მუშაობს, რომელიც უფრო დახვეწილი და მომხმარებლებზე მორგებული იქნება. როგორც Business Insider Georgia-სთან “გუმბათი ჰოლდინგის” თანა-დირექტორმა ნატო ბოჭორიშვილმა განაცხადა, კანონმდებლობა თანდათან იხვეწება, რაც ბაზარზე უფრო ხარისხიანი მშენებლობების გაჩენას იწყობს ხელს. 

„გუმბათი ჰოლდინგი“ გეგმავს ახალი პროექტების წარდგენას ბაზარზე, დღეისათვის აღნიშნულ პროექტებზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება ვითარებას, თუ რამდენად ვუწყობთ ფეხს არსებულ მოთხოვნას, ვცდილობთ. აქ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მომდევნო პროექტი კიდევ უფრო დახვეწილი და მომხმარებლების მოთხოვნებზეა მორგებული. არსებული კანონმდებლობაც იცვლება უკეთესობისკენ. აქ გულისხმობ იმას, რომ შეიძლება მოთხოვნები იზრდება და თვითღირებულება მატულობს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის და ქალაქისთვის უკეთესი მშენებლობები გაქვს და ეს ძალიან კარგია“, - აღნიშნა ნატო ბოჭორიშვილმა.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “გუმბათი ჰოლდინგი” 2014 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე.

ამ დრომდე კომპანიას 7 პროექტი აქვს დასრულებული და ექსპლუატაციაში შეყვანილი, რომელიც მოიცავს საყოფაცხოვრებო და კომერციულ ფართებს თბილისში, ბათუმსა და ქობულეთში.

„გუმბათი ჰოლდინგი“-ს პორტფელში შედის ,,ვერეს უბანი“ - ბიზნეს ცენტრი ვერაზე, ,,ბულვარის კარიბჭე“ ბათუმში, მიმდინარე პროექტი ბაკურიანში - ,,ვილა კოხტა მიტარბი“, ასევე მიმდინარე პრემიუმ კლასის პროექტები იპოდრომთან და ვაკეში, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით და უნიკალური კონცეფციით.

მშენებელ კომპანიას წარმოადგენს ,,გუმბათი ჯგუფი“, რომელსაც აღნიშნულ სფეროში 24 წლიანი წარმატებული საქმიანობის ისტორია აქვს და ფლობს ISO სერტიფიკატს.

კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია უმაღლესი ხარისხი მშენებლობასა და მომსახურებაში, სანდოობა და ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლებთან მიმართებაში.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები