დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გონიოში მდებარე „მგზავრებში“ ჯავშნებს ივნისის ბოლოდან ელოდებიან

გონიოში მდებარე „მგზავრებში“ ჯავშნებს ივნისის ბოლოდან ელოდებიან

21-05-2024 17:00:00

მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმრო კომპლექს „მგზავრები გონიო“-ში გაცილებით უფრო კარგი მოლოდინი აქვთ, ვიდრე 2023 წლის ზაფხულის სეზონზე იყო.

როგორც Business Insider Georgia-სთან  კომპანია „როშე აპარტ ოტელის“ მენეჯერმა ბექა აბულაძემ, რომელიც თავის მხრივ „მგზავრები გონიოს“ აპარტამენტებს აქირავებს განაცხადა, რომ 2023 წლის ზაფხულის სეზონმა შავი ზღვის დაბინძურების შესახებ გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ დამსვენებლების ნაწილი დააფრთხო.

„გასულ წელთან შედარებით უფრო მაღალი მოლოდინი გვაქვს. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შარშან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზღვა დაბინძურებული იყო და რეალურად ეს არ იყო სწორი ინფორმაცია. ამ ფაქტმა ხალხი შეაშინა. წელს ვნახოთ, უკეთესის სეზონის მოლოდინში ვართ“, - აღნიშნა ბექა აბულაძემ.

„როშე აპარტ ოტელის“ მენეჯერის განმარტებით, „მგზავრები გონიოს“ დამსველებლები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან და შესაბამისად ისინი ჯავშნების ივნისის ბოლოდან აკეთებენ. 

„ქართველები დაახლოებით 1 კვირით ადრე ჯავშნიან. ახლა, რომ გითხრათ უკვე ჯავშნები მაქვს აღებული ეს ასე არ არის. გონიოში ყოველთვის ასეა, რომ ჯავშნების მიღება ივნისის ბოლოდან იწყება“, - განმარტა ბექა აბულაძემ.

"მგზავრები" სულ 4 კომპლექსისგან შეადგება, რომელიც თავის დროზე სასტუმროს ტიპის აპარტამენტების სახით არის გასხვისებული. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები