გონჩარენკო კრიტიკულად საუბრობს ჩვენს ელჩზე, რომელსაც კიევი და უკრაინა არც ერთი დღით არ დაუტოვებია, მათ შორის მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
არჩილ თალაკვაძე არამეგობრულს უწოდებს გონჩარენკოს განცხადებას და აღნიშნავს, რომ როცა უკრაინა ებრძვის რუსეთს საკუთარი თავისუფლების და ტერიტორიების დასაცავად, ამ დროს გონჩარენკო საქართველოსთან ბრძოლით არის დაკავებული.
მისივე თქმით, საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხი ამას ხედავს, როგორც ჩანს გონჩარენკო კარგად ვერ ხედავს ამ ყველაფერს.
„როცა უკრაინა ებრძვის რუსეთს საკუთარი თავისუფლების და ტერიტორიების დასაცავად, ამ დროს გონჩარენკო საქართველოსთან ბრძოლით არის დაკავებული, რაც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია, ეს განცხადება არამეგობრულია. საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხი ამას ხედავს. როგორც ჩანს გონჩარენკო კარგად ვერ ხედავს ამ ყველაფერს. ის ასე კრიტიკულად საუბრობს ჩვენს ელჩზე, რომელსაც კიევი და უკრაინა არ დაუტოვებია არც ერთი დღით, მათ შორის მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა და იყო იმ გამონაკლის ელჩებს შორის, ვინც ბოლომდე, ომის დღემდე, ომის მიმდინარეობის განმავლობაში რჩებოდა კიევში და უკრაინაში. ამიტომ, ეს განცხადება ნამდვილად არ არის სამართლიანი და მეგობრული ისეთი ელჩის მიმართ, როგორიც საქართველოს ელჩია, რომელმაც მართლაც აჩვენა უკრაინის თავდადება და მხარდაჭერა“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უახლესი