საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს ბანკთან და ლინეიტთან თანამშრომლობით, 2024 წლის 19 თებერვლიდან იწყებს პროექტის CodeIT- ის მეორე ეტაპს. პროგრამირების სასწავლო კურსი 14-18 წლის სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მთავარი მიზანი სკოლის მოსწავლეებში პროგრამირებისა და კოდირების მიმართულების პოპულარიზაციაა.
CodeIT - ის პირველი ეტაპის ფარგლებში 190-მდე მოსწავლემ გაიარა სასწავლო კურსი. პროცესი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც პროექტის მონაწილეები Peer to Peer სასწავლო მოდელის მიხედვით რვა ტექნოპარკში ერთდროულად სწავლობდნენ Front End Development-ის საწყისებს, მუშაობდნენ ჯგუფებში, საბოლოოდ კი წარადგინეს ფინალური პროექტები. ტრენინგის განსხვავებული, ჰიბრიდული ფორმატი იძლევა შესაძლებლობას, მონაწილეებს სატრენინგო სივრცეში ცოცხალი კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივ ჯგუფთან და, ასევე, დისტანციურად უკავშირდებოდნენ ტრენერსა და ტრენინგის დანარჩენ მონაწილეებს სხვა ლოკაციებიდან.
2024 წელს სასწავლო კურსზე მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ოთხი მოდული - HTML – CSS; Javascript; Next.js -React Framework, Designit. CodeIT პირველი მოდულის მონაწილეების შერჩევა ხდება სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე, სადაც მოწმდება მათი მოტივაცია, ინტერესი და ზოგადი ლოგიკური აზროვნება. პირველი მოდულის წარმატებით დასრულების შემდგომ, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გააგრძელონ სწავლა მეორე მოდულზე. იმ რაოდენობას კი, რომელმაც დატოვა პროექტი, ანაცვლებს ახალი ბენეფიციარები, ტესტისა და აპლიკაციის გადარჩევის შემდგომ.
მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე https://forms.office.com/e/qmyh3UVrka - რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მარტი.
ცნობისთვის, კომპანია ლინეიტი:
„Lineate“ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. მთავარი ოფისით ქ. ნიუ იორკში და ასევე, ოფისებით საქართველოში,პოლონეთსა და სომხეთში. კომპანია ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კომპანიას 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2006 წლიდან, კომპანიას აშშ-სა და ევროპაში განხორციელებული აქვს 920 პროექტი. კომპანია Lineate-ის ძირითადი მიმართულებებია AdTech, MarTech, MedTech და FinTech. კომპანია თანამშრომლობს The New york Times, Ebay, Warner music, Visa, SAP, Telenav,Voxy, NYU Hospitals, 33 across, Rosen Publishing, Vive, Informa, Ondeck, ACN და სხვა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია