დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

26-11-2024 16:27:00

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან, ერთად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაფართოების და საყრდენი კედლის მოწყობის დასრულებული ინფრასტრუქტურული  სამუშაოები დაათვალიერა. 
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის სივიწროვის გამო პრობლემა ექმნებოდათ როგორც ავტომობილებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს. 
„ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად  რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია  მდებარეობს.   დღემდე გზის სივიწროვის გამო  სავალ ნაწილზე ავტომობილებს ორმხრივად მოძრაობა უჭირდათ, ხოლო ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის არ არსებობდა ტროტუარი. მოსახლეობისთვის აღნიშნული პრობლემა გამოწვევად იყო ქცეული. ეს პროექტი ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის შესაბამისად დაიგეგმა. 
 ჩატარებული სამუშაოების შედეგად გადაადგილება კომფორტული გახდა როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.  
პროექტის პირველ ეტაპზე გზის გაფართოების მიზნით  რკინა-ბეტონის  საყრდენი კედელი აიგო, საყრდენი კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი  მოეწყო  სანიაღვრე ქსელი,  სადენები კი მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი  და LED სანათები. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო და  სპეციალური ნიშნულები დაიხაზა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები