დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი ჩაკვეტაძემ „მოხალისის ეროვნული ჯილდოს" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი ჩაკვეტაძემ „მოხალისის ეროვნული ჯილდოს" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

27-01-2025 11:32:00

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ 2024 წლის „მოხალისის ეროვნული ჯილდოს" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 

გიორგი ჩაკვეტაძემ ორ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ მოხალისეებს ჯილდოები გადასცა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, მოხალისეების კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა.

 

„საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სექტორი მაქსიმალურად დაუახლოვდეს საერთაშორისო პრაქტიკას და წარმატებული იყოს. პარლამენტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას. ასევე ბევრი სიახლე გვექნება ამ კუთხითაც", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

კონკურსის გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდები (13-18) და ახალგაზრდები (19-29) გამოვლინდნენ. ჯილდო სხვადასხვა თემატიკის შესაბამისად გადანაწილდა: განათლება, ადამიანის უფლებები, სოციალური სფერო, მოხალისეობის განვითარება, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება, გარემოსდაცვითი მოხალისეობა და ა.შ.

 

„წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს" ტრადიციის დამკვიდრების მიზანია მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისება. საუკეთესო მოხალისეები საქართველოს მასშტაბით სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.

 

ღონისძიება პირველად 2020 წელს გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად „ჰელფინგ ჰენდის" ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები