გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნას საპარლამენტო არჩევნების შესახებ და საქართველოში ყველა მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავოს ძალადობისა და პოლარიზაციისგან.
„გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ მიგნებებსა და დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ მიღებული ინფორმაციების გამო, რაც საჭიროა აღმოიფხვრას“, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.
„გერმანია საქართველოში მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება და ყველა მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავოს ძალადობისა და სამომავლო პოლარიზაციისგან. არჩევნების შედეგების დამუშავება და მთავრობის ფორმირება საქართველოს ევროპულ გზაზე გავლენას იქონიებს“, - დასძინეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები