Georgian Wings-ის ზამთრის სეზონის ფრენის განრიგი და ავიაბილეთები უკვე ხელმისაწვდომია.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კვირაში 9 სიხშირით შესრულდება, ყოველ დღე და დღეში ორჯერ.
ფრენები თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით, სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კვირაში 5 სიხშირით.
Georgian Wings-ი ფრენის ახალი სიხშირეების და განრიგის გარდა მგზავრებს, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე განახლებულ სატარიფო პოლიტიკას სთავაზობს:
ავიაბილეთის სატარიფო პოლიტიკა
Fare Families:
Lite (RBD LL) – 5კგ ხელბარგი 0კგ რეგისტრირებული ბარგი
Standard (RBD SS) – 5კგ ხელბარგი 10კგ რეგისტრირებული ბარგი
Plus (RBD PP) – 7 კგ ხელბარგი 20კგ რეგისტრირებული ბარგი
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის gorgianwings.com-ის მეშვეობით, ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.
უახლესი
27 წუთის წინ
Snacky ასორტიმენტს აფართოებს და გაყიდვებს ზრდის15 საათის წინ
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა17 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა17 საათის წინ
„ვილა მოსავალი“ ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოიტანს