დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Georgian Airways-მა იანვარ-მარტში 108 708 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 230%-ით მეტია

Georgian Airways-მა იანვარ-მარტში 108 708 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 230%-ით მეტია

04-04-2024 14:47:00

ავიაკომპანია Georgian Airways-მა იანვარ-მარტში 108 708 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 230%-ით მეტია


ავიაკომპანია Georgian Airways-მა იანვარ-მარტში 108 708 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 230%-იანი ზრდაა. 2023  წლის იანვარ-მარტში ავიაკომპანიამ 32 934 მგზავრი გადაიყვანა. გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც - 2024 წლის 1-ლ კვარტალში Georgian Airways-ი თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 10 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი. 2023 წლის იანვარ-მარტში ფრენები 4 მიმართულებით სრულდებოდა:თელ-ავივი, ამსტერდამი, ვენა, პარიზი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით გაზრდილია დატვირთვა პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებითაც - 8.9%-თ. 2019 წლის 1-ლ კვარტალში Georgian Airways-მა  99 836 მგზავრი გადაიყვანა. აღნიშნულ პერიოდში ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს 13 მიმართულებით ასრულებდა.
ზრდა ფიქსირდება მარტის თვეშიც - 2024 წლის მარტში ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობაა 39 227. 2023 წლის მარტში Georgian Airways-მა 11 632 მგზავრი გადაიყვანა, ხოლო 2019 წლის მარტში - 37 724 მგზავრი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები