რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა ბერლინის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები განაახლა. ავიაკომპანია გერმანიის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს ასრულებს.
ფრენის ხანგრძლივობა (ერთი გზა) დაახლოებით 4 საათია. თბილისსა და ბერლინს შორს Georgian Airways-ი ფრენებს Boeing 737ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს.
როგორც ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბერლინის მიმართულებით ავიაბილეთის (ერთი გზა) ღირებულება 480.10 ლარიდანაა.
უახლესი