Georgian Airways-მა იანვარ-მაისში 197 723 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 207%-ით მეტია. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში ავიაკომპანიამ 64 406 მგზავრი გადაიყვანა.
გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც - 2024 წლის იანვარ-მაისში Georgian Airways-ი თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 11 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი.
2023 წლის იანვარ-მაისში ფრენები 4 მიმართულებით სრულდებოდა: თელ-ავივი, ამსტერდამი, ვენა, პარიზი.
ზრდა ფიქსირდება მაისის თვეშიც - 2024 წლის მაისში ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობაა 48 099. 2023 წლის მაისში Georgian Airways-მა 17 858 მგზავრი გადაიყვანა.
უახლესი