პურის მწარმოებელი კომპანია ,,მზეთამზეს“ დამფუძნებელი ირაკლი ჩავლეშვილი ,,გემოვანის“ სავაჭრო ქოლგის ქვეშ იწვევს ყველა ინდუსტრიულ კომპანიას, რომელიც 100%-ით ნატურალური და მარგებელი პროდუქციის წარმოებით არის ცნობილი.
ამ ნიშნით კი Native Racha პირველი კომპანიაა, რომელიც ,,გემოვანის“ შემქმნელ გუნდთან ითანამშრომლებს. მხარეებს შორის მემორანდუმი მიმდინარე თვეში გაფორმდება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- ს ,,გემოვანის“ დამფუძნებელმა ირაკლი ჩავლეშვილმა აცნობა.
„წლების წინ, როდესაც წარმოებას ვიწყებდით, მოტივაცია იყო მარგებელი სურსათის მიმართულების განვითარება, რაშიც დიდი წვლილი შევიტანეთ. შევქმენით ერთგვარი ქოლგა, გამაერთიანებელი სავაჭრო ნიშანი, რომელიც გააერთიანებს მარგებელ სურსათს - სასარგებლო ქვეყნისთვის და მომხმარებლისთვისაც.
„მზეთამზე“ არის გემოვანი პური და გვინდა, ამ სავაჭრო ნიშნით გავაერთიანოთ მწარმოებლები, რომლებიც 100%-ით უსაფრთხო პროდუქციას ქმნიან. მიმდინარე თვეში პირველ მემორანდუმს ვაფორმებთ Native Racha -თან, რომელიც ქართული ჯიშის ღორის ხორცისგან ამზადებს უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს“, - აცხადებს ირაკლი ჩავლეშვილი.
მისი ინფორმაციით, ღორის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის შემდეგ „გემოვანის“ ქოლგის ქვეშ შემოვა რძის მწარმოებელი კომპანიაც, რომლის სახელსაც ჩავლეშვილი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
„პირველ ეტაპზე ვითანამშრომლებთ წამყვან კომპანიასთან თითოეულ დარგში, რითაც ხარისხიან პროდუქციას ერთი ქოლგის ქვეშ მოვუყრით თავს. ეს იქნება ,,გემოვანი“, როგორც ბრენდი, რომელიც სასარგებლო სურსათთან ასოცირდება. ჯანმრთელ, მარგებელ პროდუქტებს გავაერთიანებთ ქართულ ბაზარზე და შემდეგ უკვე საექსპორტოდ.
როგორც ,,გემოვანს“ აქვს ამ ეტაპზე წვდომა ყველა სუპერმარკეტის დახლთან, ამის საშუალება ექნება ყველა კომპანიას, რომელიც მარგებელ სურსათს აწარმოებს“, - დასძენს ირაკლი ჩავლეშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე „მზეთამზეს“ 7 000 -მდე პურს აწარმოებს და 700-მდე სუპერმარკეტში ჰყიდის. პროდუქტის მომხმარებელთა რიცხვი 10 000 -ს აჭარბებს.
რაც შეეხება Native Racha-ს, ამ ეტაპზე 20 სახეობამდე პროდუქტს აწარმოებს. Native Racha-ს პროდუქტი საქართველოში ერთადერთი უკონკურენტო, მაღალხარისხიანი, ტრადიციულად დავარგებული, ევროპული ხარისხის პროდუქტია.
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა