აწარმოე საქართველოში“ ჩართულობით, რამდენიმეწლიანი აქტიური და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, პირველად ჩინეთისა და მსოფლიოს უდიდეს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Tmall-ზე საქართველოში წარმოებული პროდუქცია, კერძოდ ქართული კომპანია „გეფერინის“ ჩანთები გამოჩნდება.
„ჩვენ Tmall-ის პლატფორმაზე დაწყებული გვქონდა სატესტო გაყიდვები. უბრალოდ გვაინტერესებდა რამდენად გაამართლებდა. ახლა მხარეებს შორის გაფორმდა კონტრაქტი. ჩვენი მიზანია, პლატფორმის გამოყენება, მაღაზიებისა გახსნა და „გეფერინის“ ბრენდის განვითარება ჩინეთის ბაზარზე, - განუცხადა Business Insider Georgia-ს„გეფერინის“ თანადამფუძნებელმა, ილია გეფერიძემ.
მისივე თქმით, ძირითადი პროდუქცია, რომელიც ჩინურ პლატფორმაზე იყიდება ტყავის ჩანთებია.
ილია გეფერიძე ამბობს, რომ ამ პლატფორმაზე მოხვედრა ბრენდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„Tmall-ი ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც მხოლოდ უცხოური ბრენდები იყიდება და ამით განსხვავდება სხვა ონლაინ პლატფორმებისგან. ასევე ჩინეთის ბაზრის 61% უკავია ონლაინ გაყიდვებში. Tmall-ი „ტაო ბაოს“ შვილობილი კომპანიაა, თუმცა სხვა მიმართულება აქვს“, - ამბობს ილია გეფერიძე.
„გეფერინის“ თანადამფუძნებლის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ამ პლატფორმით დაგეგმილია $250 ათასის ღირებულების პროდუქციის შესყიდვა და დამატებით $150 ათასი მარკეტინგზე უნდა დაიხარჯოს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა