დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გეფერინი“ ქუვეითისა და კანადის ბაზარზე შედის

„გეფერინი“ ქუვეითისა და კანადის ბაზარზე შედის

20-03-2024 18:10:00

ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდი „გეფერინი“ ჩინეთის შემდეგ კანადისა და ქუვეითის ბაზარზე შესასვლელად ემზადება.

Business Insider Georgia-თან „გეფერინის“ თანადამფუძნებელი ილია გეფერიძე ამბობს, რომ ამ ქვეყნებში პარტნიორებთან კონტრაქტების გაფორმება მალე დასრულდება. რაც შეეხება ჩინეთის ბაზარს, როგორც ილია გეფერიძე ამბობს, მოთხოვნა და გაყიდვები მზარდია. „

ჩინეთში ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა და გაყიდვები მზარდია,. ვაპირებთ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიცია, რომ ამ ბაზარზე ბრენდის ცნობადობა გაიზარდოს და მაგ კუთხითაც ვმუშაობთ. ეს იქნება საინვესტიციო კაპიტალი დაახლოებით $200 ათასი. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს ჩინეთის ბაზარზე, დავაკვირდებით გაყიდვების მიმდინარე დინამიკას“, - ამბობს ილია გეფერიძე.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „გეფერინის“ დამფუძნებელ ამბობს, რომ საქართველოს ბაზარი სტაბილური არაა და ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

„საქართველოს ბაზარი ჩვენთვის მეორეხარისხოვანია, რადგან საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი დაბალია. ჩვენ ვაწარმოებთ სამომხმარებლო პროდუქტს. მომხმარებელი ჯერ კვების პროდუქტებს ყიდულობს და შემდეგ გადადის სხვა ხარჯებზე. ქვეყანაში სოციალური ფონი იმდენად დაბალია, რომ დამატებით ხარჯების გაღების საშუალება მოსახლეობას არ აქვს. საქართველო 3,7 მილიონი მოსახლეობით ისედაც მცირე ბაზარია და ამიტომ ჩვენი სამიზნეა 1,5 მილიარდიანი ჩინეთის ბაზარი“, - ამბობს ბრენდის თანადამფუძნებელი.

ამ დროისთვის „გეფერინი“ 13 ქვეყანაშია წარმოდგენილი, თუმცა ილია გეფერიძე კომპანიისთვის ყველაზე პრიორიტეტულად ჩინეთსა და ყაზახეთს მიიჩნევს.

„13 ქვეყანაში შედის ჩვენი პროდუქცია. აქედან რამდენიმე პრიორიტეტულია, მაღაზიები გვაქვს ყაზახეთსა ჩინეთში. ყაზახეთში მე-7 წელია ვართ და გაყიდვებით კმაყოფილი ვართ. ახლა ვცდილობთ ჩინეთის ბაზარზე დავიმკვიდროთ თავი. ერთ ონლაინ პლატფორმაზე რომ გაიყიდოს ჩვენი პროდუქცია $100 ათასია საჭირო. ქუვეითის ბაზარი პანდემიის შემდეგ დაიხურა და ახლა ვბრუნდებით“, - ამბობს ილია გეფერიძე.

ქართული ბრენდის გაყიდვების 40% შიდა ბაზარზე მოდის. ჯამში Gepherrini 8 მაღაზიას ფლობს და ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები