ამერიკული კომპანია Hindenburg Research-ის უარყოფითი ანგარიშის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში გაუტამ ადანის ბიზნეს-იმპერიამ $145 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.
ამის შესახებ Financial Time-ი იტყობინება.
Hindenburg Research-მა ადანი აქციებით მანიპულირებასა და ბუღალტრული აღრიცხვის თაღლითობაში დაადანაშაულა.
კრიზისმა, რომელმაც ბიზნესის ფართო სპექტრი მოიცვა, წლის დასაწყისიდან მილიარდერის საკუთარი ქონება $79 მილიარდით შეამცირა, რამაც კონკურენტ ინდოელ ინდუსტრიალს მუკეშ ამბანს, აზიის უმდიდრესი ადამიანის ტიტულის დაბრუნების საშუალება მისცა.
ადანის რამდენიმე კომპანიამ შეაჩერა სამომავლო ინვესტიციები, მათ შორის $847 მილიონად ნაყიდ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურში.
უახლესი
2 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა2 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის