დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაუმჯობესებული რეიტინგი დაგვეხმარება, კიდევ უფრო გავიზარდოთ და დავეხმაროთ ადამიანებსა და კომპანიებს ფინანსური რისკების ეფექტურად მართვაში - გიორგი ბარათაშვლი

გაუმჯობესებული რეიტინგი დაგვეხმარება, კიდევ უფრო გავიზარდოთ და დავეხმაროთ ადამიანებსა და კომპანიებს ფინანსური რისკების ეფექტურად მართვაში - გიორგი ბარათაშვლი

14-07-2024 13:00:00

გაუმჯობესებული რეიტინგი დაგვეხმარება, კიდევ უფრო გავიზარდოთ და დავეხმაროთ ადამიანებსა და კომპანიებს ფინანსური რისკების ეფექტურად მართვაში, აღნიშნულის შესახებ განცხადება ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა  საკრედიტო bb+ რეიტინგის  მინიჭების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ცნობილია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ AM Best ალდაგის ფინანსური სიძლიერის პერსპექტივა სტაბილურიდან  პოზიტიურობამდე გააუმჯობესა და საკრედიტო რეიტინგი bb+ მიანიჭა.  

AM Best-ის გუნდმა შეაფასა კომპანიის საკრედიტო ისტორია, ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულებების დაფარვის ისტორია, გადახდისუნარიანობა და ფინანსური სიჯანსაღე. AM Best-ის შეფასებით, ალდაგის საკრედიტო რეიტინგი მის ფინანსურ სიძლიერეზე, საოპერაციო ეფექტურობასა და წარმატებულ ანდერაიტინგზე მიუთითებს.

„მოხარული ვართ, რომ წელს უკვე მეორედ გვაფასებს ისეთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანია, როგორიცაა AM Best. მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ კომპანიის პერსპექტივა სტაბილურობიდან პოზიტიურობამდე გაუმჯობესდა, ხოლო საკრედიტო რეიტინგი კვლავ მაღალი - bb+ დარჩა. ეს არის ქართული კომპანიის საერთაშორისო წარმატება, რომელიც ჩვენი გუნდის მუდმივი განვითარებისა და შრომის შედეგია. გაუმჯობესებული რეიტინგი დაგვეხმარება, კიდევ უფრო გავიზარდოთ და დავეხმაროთ ადამიანებსა და კომპანიებს ფინანსური რისკების ეფექტურად მართვაში,“- აცხადებს ალდაგის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი.

კომპანიის ინფორმაციით, პერსპექტივის გაუმჯობესება მოჰყვა ალდაგის უკეთეს შედეგებს ფინანსური სიჯანსაღის თვალსაზრისით. AM Best-ის შეფასებით, ალდაგს აქვს ანდერაიტინგის მაღალი სტანდარტი და რისკებზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლესი დონე, რომელიც კაპიტალის ადეკვატურობის მოდელით იზომება.

ალდაგი ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა Polish Re, Hannover Re, Axis Re SE, Swiss Re, Trans Re.

ალდაგის შესახებ:

ალდაგი 1990 წლს დაფუძნდა და ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანია საქართველოში.  2023 წლისთვის ის სადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერად რჩება 100 000- ზე მეტი დაზღვეული მომხმარებელით. ალდაგი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში აღიარებულია საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად (Euromoney, World Finance, Global Brand Magazine). 2020 წელს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის. 2022 წელს ალდაგმა გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითიც საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია ორივე სეგმენტში - დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი. ალდაგი წარმოდგენილია ქონებისა და პასუხისმგებლობის (Property and Casualty (P&C) დაზღვევის ბიზნესში და მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პროდუქტს. ალდაგი სადაზღვევო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია. კომპანია 600-მდე თანამშრომელს ასაქმებს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამშრომლებზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები