ივნისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა საგრძნობლად შენელდა და გაყიდული ბინების რაოდენობამ 2,903 შეადგინა, რაც 20%-ით ჩამორჩება 2023 წლის ივნისის მაჩვენებელს. როგორ თიბისი კაპიტალის ანგარიშია აღნინული, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს გადავადებული მოთხოვნით და მეტად სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია წინასაარჩევნო პერიოდში გაგრძელდება, განსაკუთრებით საინვესტიციო მოთხოვნის ნაწილში.
ამასთანავე, თვიურ ჭრილში 8%- იანი კლება დაფიქსირდა. 2024 წლის 6 თვეში ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით ნაკლებია 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. გასაყიდი ფასი $1,178-ს გაუტოლდა და წლიურად 1%-ით გაიზარდა (-1% თ/თ). იმავე პერიოდში, ბაზრის მოცულობამ $222 მილიონი შეადგინა (-21% წ/წ).
„როგორც მოსალოდნელი იყო, გასაქირავებელმა ფასმა უფრო შესამჩნევად დაიკლო. 2024 წლის ივნისში $11.6-ს გაუტოლდა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 3%-ით ჩამორჩება, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდს 8%-ით. ამავე პერიოდში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგებმა 10.4% შეადგინა (-0.9 პპ, წ/წ). რაც შეეხება ახალ მშენებლობებს, 2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ნებართვა გაიცა 622 ათას კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართობზე, რაც 7%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს“, - აცხადებენ თიბისი კაპიტალი.
2024 წლის ივნისში 621 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 22%-ით ჩამორჩება 2023 წლის ივნისის მაჩვენებელს. რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელდა 2,282 ტრანზაქცია და წლიურად 20%-იანი კლება დაფიქსირდა. იმის ფონზე, რომ ახალი ბინების გაყიდვები მეტად შემცირდა, მთლიან ტრანზაქციებში მათმა წილმა 21%-მდე ჩამოვიდა. საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წინა წელთან შედარებით 1.8%- ით შემცირდა, ხოლო ძველი ბინებისთვის 1.5%-ით გაიზარდა. 2024 წლის მაისთან შედარებით ფასები თითქმის უცვლელი დარჩა.
2024 წლის ივნისში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვებმა მთლიან ტრანზაქციებში კვლავ ყველაზე დიდი წილი დაიკავა (43%). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 4% შეადგინა. ამავე პერიოდში, მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 22%-ს მიაღწია და წლიურად 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
უახლესი
14 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება15 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით