გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი თბილისის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის იმ მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ტრენინგები წარმატებით დაასრულეს. ცენტრის დირექტორმა მასწავლებლებს სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელოები გადასცა.
პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები ბაზისურ ცოდნას იღებენ შემდეგ საკითხებზე: მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.
პროგრამის ფარგლებში სახელმძღვანელოები და სერტიფიკატები ასევე გადაეცა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს. შეხვედრას საგარეჯოს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი და საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა ფანრიზიშვილი ესწრებოდნენ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროგრამას „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლიდან ახორციელებს და ჯამში 7000-ზე მეტი პედაგოგია გადამზადებული. დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
უახლესი
3 წუთის წინ
ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა1 საათის წინ
Arte გაფართოებას გეგმავს1 საათის წინ
თიბისი - ლიდერი ტექ დამსაქმებელი