დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური სარწყავი არხი იწმინდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური სარწყავი არხი იწმინდება

12-03-2025 17:24:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით,  ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლემშვენიერას ტერიტორიაზე მცენარეებისა და შლამისგან    2 კილომეტრი  სიგრძის  ქვემო მაგისტრალური  არხი იწმინდება.   

ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება,  რაც დაახლოებით 400 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.  

აღდგენილი საირიგაციო არხის მეშვეობით სოფელ  ლემშვენიერას მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს  დასრულების ეტაპზეა.

 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები