დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაყიდვებს მაჩვენებლის ზრდისთვის აქტიურ ტურისტულ სეზონს ველოდებით -  „შოკოჰოლიკი“

გაყიდვებს მაჩვენებლის ზრდისთვის აქტიურ ტურისტულ სეზონს ველოდებით - „შოკოჰოლიკი“

12-06-2024 17:00:00

არტიზანული შოკოლადის საწარმო „შოკოჰოლიკი“, რომელიც რამდენიმე სახეობის ნუგას, სხვადასხვა სახის ბომბონებსა და ტრიუფელებს აწარმოებს გაყიდვების ზრდას მაღალ ტურისტულ სეზონზე ელოდება. როგორც Business Insider Georgia-სთან „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი თეა ედიშერაშვილმა განაცხადა, უცხოელ ტურისტებში „შოკოჰოლიკის“ პროდუქციაზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. 

„გაყიდვებს მაჩვენებლის ზრდისთვის ველოდებით ტურისტულ სეზონს. უცხოელ ტურისტებში ყოველთვის დიდი დაინტერესებით სარგებლობს ხელნაკეთი ნუგები, რადგანაც საჩუქრად მიაქვთ თავიანთ ქვეყნებში. მართალია ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ პიკში ჯერ არ შესულა“, - აღნიშნა „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელმა. 

თეა ედიშერაშვილის თქმით, „შოკოჰოლიკი“ მუდმივად ზრუნავს ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე და საკუთარი მომხმარებლებისათვის სიახლეების შეთავაზებაზე. 

„შოკოჰოლიკის“ მაგალითზე ბოლო პერიოდში მზარდია კორპორატიული შეკვეთები. 

„კორპორატიული შეკვეთები მზარდია, წამლის კაფსულის ფორმის შოკოლადებით დაინტერესდნენ კლინიკები და მათგან გვქონდა შეკვეთები“, - განაცხადა „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელმა. 

ცნობილია, რომ „შოკოჰოლიკი“ საწარმოო გაფართოებას და შემდეგ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. „შოკოჰოლიკის“ მენეჯმენტი განიხილავს ასევე პატარა კაფის გახსნასაც, სადაც წარმოდგენილი გვექნება „შოკოჰოლიკის“ ხელნაკეთი ტკბილეული.

არტიზანული შოკოლადის საწარმო „შოკოჰოლიკი“ ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები