გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტს 2023 წლის ანგარიში წარუდგინა.
სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება პრიორიტეტულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, დეფიციტური პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის არაერთი აქტივობა ხორციელდება.
„ვახორციელებთ მწვანე და აგროსტიპენდიების პროგრამას, რომლის ფარგლებში 100-მდე წარჩინებული სტუდენტი დავაჯილდოვეთ 1500 ლარამდე სტიპენდიებით. წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.
უახლესი