დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Galt & Taggart-მა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციაზე პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

Galt & Taggart-მა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციაზე პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

04-04-2024 20:39:00

საპენსიო სააგენტომ ხუთი წლის საინვესტიციო შედეგები წარადგინა, რომელსაც მთავრობიდან და ფინანსური სექტორიდან 200-მდე დელეგატი ესწრებოდა.  ღონისძიება მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე არსებული საინვესტიციო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა რამდენიმე პანელური დიკუსია, სადაც გალტ & თაგარტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ საპენსიო სააგენტოს ხუთი წლის საინვესტიციო შედეგების ღონისძიებაში და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად კაპიტალის ბაზრები და საინვესტიციო პერსპექტივები მიმოვიხილეთ. როგორც ღონისძიებაზე აღვნიშნე, ობლიგაციების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წელი ამ კუთხით რეკორდული იყო და ბაზარზე 1.1 მლრდ ლარის ობლიგაციები განთავსდა, რაც გაოთხმაგებული შედეგია ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამის მიზეზი ის ხელსაყრელი პირობებია, რომელსაც ობლიგაციების ბაზარი სთავაზობს როგორც ემიტენტებს, ისე ინვესტორებს. აღსანიშნავია, რომ გამოშვებული ობლიგაციების 30% ლარშია დენომინირებული და იმედი გვაქვს ეს წილი მზარდი იქნება მომდევნო წლებში.“ - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა ლევან შავკაციშვილმა.

„დღევანდელ კონფერენციაზე მიმოვიხილე საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა სექტორის საინვესტიციო პერსპექტივები, მათ შორის განათლების, IT-ის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სხვა დარგებში მიმდინარე ტენდენციები.  აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ტრადიციულად დამოკიდებულია უცხოურ დანაზოგებზე. შესაბამისად, საპენსიო რეფორმა არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება ადგილობრივი დანაზოგებით მოხდეს“, - განაცხადა გალტ & თაგარტის  კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები