2021-22 წლებში მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დადგა. ფასების ზრდის მიზეზები სხვადასხვა იყო, რომელთაგან აღსანიშნავია მიწოდების ჯაჭვების მოშლის შედეგად სატრანსპორტო გადაზიდვების ხარჯების ზრდა, კოვიდ პანდემიის შეზღუდვების მოხნის შემდეგ დაგროვებული მოთხოვნის ზრდა, 2022 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომის გამო ნავთობ პროდუქტებისა და სურსათის ფასების ზრდა და ა.შ.
ინფლაციის საგანგაშო ტენდენციებიდან გამომდინარე განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთების გაზრდა დაიწყეს. მაგალითად, აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ფედი) საპროცენტო განაკვეთი 2022 წლის დასაწყისში არსებული 0.25%-დან 2023 წლის ბოლოს 5.5%-მდე, ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი იგივე პერიოდში 0.0%-დან 4.5%-მდე გაზარდა.
2023 წელს ინფლაცია გლობალურად შენელდა. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში ის ჯერ კიდევ მიზნობრივ 2.0%-იან დონეზე მაღლა ნარჩუნდება. მოსალოდნელია, რომ ინფლაციის შემცირება გაგრძელდება 2024 წელს და საპასუხოდ ცენტრალური ბანკები გადავლენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე. მაგალითად, ფედის უახლესი პროგნოზით, საპროცენტო განაკვეთის შემცირება 100 საბაზისო პუნქტით 4.5%-მდე, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით საპროცენტო განაკვეთის შემცირება 75 საბაზისო პუნქტით 3.75%-მდე არის მოსალოდნელი 2024 წლის ბოლომდე.
საპროცენტო განაკვეთების ზრდა კავკასიის ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა 2020 წლიდან დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად საპროცენტო განაკვეთი გაზარდა სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა, რაც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო ყველაზე მოკლე პერიოდში (1 წლის განმავლობაში) განაკვეთის ზრდა საქართველოში განხორციელდა, კერძოდ:
2023 წელს კავკასიის სამივე ქვეყანა გადავიდა მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე, რადგან ამ ქვეყნებში ინფლაცია სწრაფად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სომხეთში საპროცენტო განაკვეთი თანაბარი ზომით შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანში უფრო ნაკლებად, რადგან ინფლაციის შემცირება ამ ქვეყანაში უფრო გვიან დაიწყო, კერძოდ:
2024 წლისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გაგრძელებაა მოსალოდნელია კავკასიის ქვეყნებში, რაც უპირველეს ყოვლისა, პოზიტიურად აისახება 2024 წლის საინვესტიციო საქმიანობაზე და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გაგრძელდება და 2024 წლის ბოლომდე 100 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი. დიდი ალბათობით, იგივე ზომის, 100 საბაზისო პუნქტით შემცირებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.
უახლესი
1 საათის წინ
JetBlue 2 მილიონი დოლარით დაჯარიმდა