დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფულად გზავნილებში რუსეთი კვლევ პირველია

ფულად გზავნილებში რუსეთი კვლევ პირველია

15-05-2023 12:55:39

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი (933.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.0%-ით (61.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.

რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში აპრილში 159.57 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 43,16%-ია, წლიურმა ზრდამ კი 19% შეადგინა. 

2023 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.4 მლნ აშშ დოლარი (71.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აპრილის (25.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.0%-ით მეტია.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები