დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფრთხილი პაუზა ავიღეთ, მაგრამ მთლიანობაში განვაგრძობთ გამოსვლას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან - ნათია თურნავა

ფრთხილი პაუზა ავიღეთ, მაგრამ მთლიანობაში განვაგრძობთ გამოსვლას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან - ნათია თურნავა

08-11-2023 13:41:49

ჩვენ გაცხადებული გვაქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან თანდათან, ფრთხილი გამოსვლის პოლიტიკა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ამ პოლიტიკას შემდგომშიც გაჰყვება. 

„ჩვენ ამ პოლიტიკას გავყვებით. თუმცა, კონკრეტულ მონეტარულ პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამას მსჯელობის შედეგად ვაკეთებთ. 

იმ მომენტში იყო ახალი რისკი წამოსული, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სახით, რომელიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს სვამდა, მათ შორის გარე ბაზრებზე და სხვადასხვა სასაქონლო პროდუქციის ფასებზე გაურკვევლობას ზრდიდა. ჩვენ ფრთხილი პაუზა ავიღეთ, მაგრამ მთლიანობაში განვაგრძობთ გამოსვლას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან და მონეტარული განაკვეთის თანდათანობის შემცირების შედეგად. 

რაც მთავარია, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის დაბალი ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების სტაბილურობა. თქვენ ხედავთ, რომ ინფლაციის მაჩვენებლები ბოლო პერიოდში არის ძალიან დაბალი, ბევრად დაბალი ვიდრე ჩვენი მიზნობრივი ინფლაცია. შესაბამისად, ეს გვაძლევს შესაძლებლობას შემდგომშიც განვაგრძოთ ლიბერალიზაცია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება“, - აღნიშნა თურნავამ.   

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 10%-ზე დატოვა. 

რეფინანსირების განაკვეთი 0,25%-ით სებ-მა წინა მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, 13 სექტემბერს შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები