ქართული ხიზილალას მწარმოებელი კომპანია „ფრეშ ხიზილალას" წარმომადგენელი ლაშა ნასყიდაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ პროდუქტზე მოთხოვნა ახალი წლის შემდეგ შემცირდა.
ხიზილალას წარმოება სეზონურია და ნოემბრის დასაწყისიდან მაისი-ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი.
„ფრეშ ხიზილალას" წარმომადგენელი ამბობს, რომ წინა სეზონი გაყიდვები წლევანდელთან შედარებით უკეთესი იყო.მისი თქმით, გასულ სეზონზე პროდუქტზე მოთხოვნა უფრო მაღალი იყო.
რაც შეეხება სიახლეებს, 2024 წელს კომპანია გეგმავს საწარმო ხაზის გაფართოებას და თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე საკუთარი მაღაზიის გახსნას
„ჩვენი პროდუქტი" ნატურალურია, არანაირი დანამატი არ აქვს, გარდა მარილისა, რაც მისი დიდი უპირატესობაა, ქარხნული ხიზილალისგან განსხვავებით.წარმოებული პროდუქტი - ორაგულის წითელი და ზუთხის შავი ხიზილალა 100% - ით ქართული და ნატურალური პროდუქტია.
რაც შეეხება წარმოებული პროდუქტის ფასს, წითელი, ორაგული ხიზილალა 500 გრამიან ქილაში 80 ლარად იყიდება, 200 გრამიანი პროდუქტის ფას 40 ლარია. რაც შეეხება ზუთხის შავ ხიზილალას, 30 გრამის ღირებულება 90 ლარია, 110 გრამი - 260, ხოლო 220 შავი ხიზილალა 440 ლარი ღირს.
„ფრეშ ხიზილალას“ საწარმო გორში მდებარეობს, სადაც სტაბილურად 5 ადამიანია დასაქმებული,კომპანია 2019 წელს დაფუძნდა.
უახლესი