ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ერთობლივი დანაყოფის თანამშრომლებთან (უწყებათაშორისი დანაყოფი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს ტვირთების კოორდინირებულ კონტროლს) ერთად, ჩატარებული ღონისძიების შედეგად ფოთის პორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინის“ უკანონოდ გატანის ფაქტი აღკვეთეს.
მებაჟე ოფიცრებმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ბ.ტ.-ს კუთვნილი სატვირთო ავტომობილის და მისი მისაბმელის, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან - 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
უახლესი