Technogym არის იტალიური პრემიუმ ბრენდი ფიტნეს აღჭურვილობების წარმოებასა და wellness სფეროში. კომპანია მსოფლიოში ცნობილია როგორც „The wellness company“.
Technogym აწარმოებს აღჭურვილობას როგორც პირადი, ასევე კომერციული მოხმარებისთვის. Technogym-ის მიმართ მსოფლიოში ნდობას განაპირობებს ის ფაქტიც, რომ კომპანია 2000 წლიდან არის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური მიმწოდებელი.
შესაბამისად, წელსაც, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშების მხარდამჭერი Technogym იქნება. Technogym საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და მას შემდეგ საქართველოს პრესტიჟული სასტუმროები და ფიტნეს დარბაზები Technogym-ის პროდუქციით არის აღჭურვილი.
Technogym საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, მამუკა ქერიმოვი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანიის სერვისი მოიცავს ნებისმიერი გამოყენების ფიტნეს სივრცის დაპროექტებასა და დაგეგმარებას 2 ან 3D ფორმატში, DWG ფაილის მეშვეობით.
„Technogym არის იტალიური პრემიუმ ბრენდი, რომელიც დაარსდა 1983 წელს და აწარმოებს ფიტნეს აღჭურვილობებს პირადი და კომერციული დანიშნულებით. კომპანია მსოფლიოში გამოირჩევა მისი ინოვაციური მიდგომებით, Technogym არის პირველი, რომელმაც ფიტნეს აღჭურვილობებში ინტეგრირებული ტელე ეკრანი და ინტერნეტ კავშირი შექმნა. გარდა ამისა, კომპანია წლებია აქტიურად მუშაობს ციფრული ეკოსისტემის განვითარებაზე და მომხმარებელს სთავაზობს დაკავშირებულ აღჭურვილობას, აპლიკაციებსა და სავარჯიშო ვიდეო კონტენტს. ჩვენს იტალიელ თანამშრომლებთან ერთად, 2 ან 3D ფორმატში, ვაპროექტებთ სხვადასხვა გამოყენების ფიტნეს სივრცეებს, იქნება ეს სასტუმროები, ფიტნეს დარბაზები თუ სახლები.
საქართველოში, Technogym-ს განხორციელებული აქვს უამრავი პროექტი და აგრძელებს მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაციას. კომპანია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში, წელს Caucasus Build 2024” გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი გვაქვს Technogym-ის პრემიუმ ხაზის პროდუქცია, Artis Line.“- ამბობს მამუკა ქერიმოვი.
Technogym საცალო მიმართულებითაც სთავაზობს მომხმარებელს აღჭურვილობას. პირადი მოხმარების, ერთ-ერთი გამორჩეული და მოთხოვნადი ხაზი არის “Personal Line”. მოცემული ხაზის მიმართ მოთხოვნას განაპირობებს ის ფაქტი, რომ თითოეული აღჭურვილობის დიზაინი შექმნილი არის იტალიელი დიზაინერის, ანტონიო ჩიტერიოს მიერ.
„რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ საქართველოში აქტიურ მუშაობას და ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს wellness სფეროს განვითარება და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, შესაბამისად მომხმარებელს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს მოცემულ სფეროში თავიანთი წვლილის შესატანად“, ამბობს მამუკა ქერიმოვი.
უახლესი
1 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები