ფერმერთა ასოციაციასა და სს „ მარანი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ქარსაცავი ზოლების მოწყობის ეკონომიკურ და გარემოსდაცვითი სიკეთეების პოპულარიზაციის მიზნებისთვის და გაუწევენ მას ლობირებას, როგორც სამთავრობო, დონორულ და კერძო სექტორის ორგანიზაციებთან;
ფერმერთა ასოციაციის, მისი წევრი და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის "მარანი" უზრუნველყოფს შესყიდული ქარსაცავი ხეებისა და ქარსაცავი ზოლის პროექტირებასთან დაკავშირებულ ექსპერტულ კონსულტაციასაც;
სააქციო საზოგადოება "მარანი" წარმოადგენს მსხვილ დანიურ ინვესტიციას, რომელმაც განახორციელა რეგიონში პირველი ჰიბრიდული ჯიშის ალვის ხეების პლანტაციების პროექტი.
უახლესი