დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროსტატის მონაცემებით, საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია

ევროსტატის მონაცემებით, საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია

03-09-2024 14:45:00

ევროსტატი ევროპაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკას აქვეყნებს.

მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ წინა წლებთან შედარებით თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირებულია.

▪️2024 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, გერმანიაში 1 395-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (5 155) შემცირებულია 72.9%-ით.

https://ec.europa.eu/eurostat/databrowser/view/migr_asyappctzm__custom_12740505/default/table?lang=en

▪️ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ზოგადად 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში დაფიქსირდა საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის 5 495 პირველადი განაცხადი, რაც 56%-ით არის შემცირებული 2023 წელთან შედარებით (12 500 პირველადი განაცხადი).

https://ec.europa.eu/eurostat/databrowser/view/migr_asyappctzm__custom_12740532/default/table?lang=en

https://ec.europa.eu/eurostat/databrowser/view/migr_asyappctzm__custom_12740545/default/table?lang=en

▪️ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პირველადი განაცხადების რაოდენობით ტოპ 5 ქვეყანაა:

▪️იტალია (1 500 განაცხადი);
▪️გერმანია (1 395 განაცხადი);
▪️ საფრანგეთი (1 125 განაცხადი);
▪️ ბელგია (345 განაცხადი);
▪️ ირლანდია (315 განაცხადი).

https://ec.europa.eu/eurostat/databrowser/view/migr_asyappctzm__custom_12740555/default/table?lang=en

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები