ევროკავშირი, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ფარგლებში. გეგმავს რუსეთიდან ბრილიანტების შესყიდვა შეზღუდოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა განაცხადა.
„ჩვენ შევზღუდავთ ვაჭრობას რუსული ბრილიანტებით. რუსული ბრილიანტი არ არის მუდმივი", - აღნიშნა შარლ მიშელმა.
ამასთან განაცხადა, რომ სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ მსჯელობა გრძელდება.
მიშელმა ასევე აიცილა პირდაპირი პასუხი კითხვაზე, მისცა თუ არა ბელგიის მთავრობამ საბოლოო თანხმობა რუსული ალმასით ვაჭრობის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებაზე.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოსკოვს ევროკავშირმა და აშშ-მ სანქციები დაუწესა.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა