ნარკოპოლიტიკაზე არა მხოლოდ კანონის გამკაცრებით უნდა ვისაუბროთ და არა მხოლოდ სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული, არამედ კერძო სექტორიც უნდა იყოს ჩართული ამ საკითხში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
„ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მომავალი თაობის სიჯანსაღისთვის და აქ კიდევ ყველაზე მთავარი და ხაზგასასმელია ერთი რამ, რომ ჩვენ არა მხოლოდ კანონის გამკაცრებით უნდა ვისაუბროთ და არა მხოლოდ სახელმწიფო უნდა იყოს აღმასრულებელი აქ ჩართული, კერძო სექტორიც უნდა იყოს ჩართული. ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია მოხდეს სწორი და აგრესიული, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და ასევე, დაინერგოს სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს იმ ახალგაზრდებისთვის და არა ახალგაზრდებისთვის ფიქრის შეცვლას და შეხედულებების შეცვლას ზოგადად, თავის პირად ცხოვრებაში“, - განაცხადა კირცხალიამ.
სახელისუფლებო გუნდი ცვლილებებს ამზადებს, რომლებიც სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე სხვა კანონებში შევა. დაგეგმილია ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვისთვის სასჯელის გამკაცრება, ასევე გადაიხედება ზომები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც.
უახლესი
2 საათის წინ
ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია - ასომთავარი