დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც აერთიანებს აფხაზეთსა და დღევანდელ სტატუსმინიჭებულ საქართველოს - პრეზიდენტის მილოცვა

ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც აერთიანებს აფხაზეთსა და დღევანდელ სტატუსმინიჭებულ საქართველოს - პრეზიდენტის მილოცვა

01-01-2024 00:09:00

გილოცავთ ახალ, 2024 წელს!

გილოცავთ იმ ადგილიდან, რომელიც დღეს ყველაზე ჩამქრალია. აქ არცერთი დიდი ნაძვის ხე არ ანთია... და აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელსაც ამ ხიდის ორივე მხრიდან უნდა უყურებდნენ. ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც აერთიანებს აფხაზეთსა და დღევანდელ სტატუსმინიჭებულ საქართველოს.

გილოცავთ იმ ადგილიდან, სადაც ყველაზე მაღალი და ყველაზე განათებული ნაძვის ხე დგას. გილოცავთ ორბელიანების სასახლიდან, პრეზიდენტის სასახლიდან, რომელიც დგას როგორც სახელმწიფო სიმბოლო და (რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია) როგორც ჩვენი ერთიანობის სიმბოლო: აფხაზების, ცხინვალის მცხოვრებლების, დიასპორისა და ჩვენი მოქალაქეების - ეს არის ადგილი, რომელიც თქვენი სახლია, თქვენი სახელმწიფოა. როცა ჩვენ ვამბობთ ერთიანობას, ეს არის ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია და მინდა, სწორედ ამ ერთიანობით მოგილოცოთ სტატუსის მინიჭება, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა, ის, რაც ამ წელს ყველას მიღწევაა.

ამით ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რა სიძნელეები და მტკივნეული მომენტები იყო 2023 წელს: არ გვავიწყდება არც შოვის და არც გურიის ტრაგედიები და არც ის ყოველდღიური ტრაგედიები, რომლებშიც ცხოვრობენ, საოკუპაციო ძალების ყოველწუთიერი ზეწოლის ქვეშ მყოფი, ჩვენი მოქალაქეები. ეს ყველაფერი არ გვავიწყდება და ვცხოვრობთ იმისათვის, რომ ეს არ განმეორდეს. არც ის გვავიწყდება, რომ ეს წელი 8 მარტისა და ჩვენი ერთიანობის წელი იყო. ეს იყო 8 ნოემბრის წელი - ჩვენი გამარჯვების წელი, ამდენად, ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, იქნება ასევე, ჩვენი ერთიანობის წელი, როცა მივხვდებით, რომ აზრთა ჭიდილი ერთმანეთთან ბრძოლას არ ნიშნავს. ეს არის ის, რაც უნდა ვისწავლოთ ამ საარჩევნო წელს (რომელიც ახლა იწყება), რათა ჩვენ შევძლოთ ერთიანობის შენარჩუნება და გავამარჯვებინოთ თავისუფლებასა და სამართლიანობას - ამას გისურვებთ და მეც, თქვენთან ერთად, ამის სადარაჯოზე ვიქნები.

ასევე, თქვენს ოჯახებთან ერთად გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას თქვენ და ქვეყანას.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები