2024 წლის ივლისის ბოლოსთვის საერთაშორისო რეზერვებმა 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის "თვის მიმოხილვაში" არის აღნიშნული.
შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში, ანუ ივლისში ივნისთან შედარებით ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 90.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
„რეზერვებზე ზრდის მიმართულებით მთავრობის მიერ მიღებული სავალუტო ჩარიცხვები, რეზერვებზე საპროცენტო შემოსავლები და მონეტარული ოქროს გადაფასება, ხოლო შემცირების მიმართულებით მთავრობის სავალუტო ხარჯები (სესხის მომსახურება) მოქმედებდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
უახლესი
58 წუთის წინ
მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით TOP 5 კომპანია