საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს და სტუდენტებს, ასევე პროფესიონალებს საფინანსო სექტორიდან, ფინანსური ტექნოლოგიების საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმაში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.
Alipay-ს და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საგანმანათლებლო პლატფორმის -10x1000 Tech for Inclusion მხარდაჭერით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ Fintech Foundation Program Flex პროგრამაში, რომლის მიზანი ფინტექ სფეროს განვითარებაა.
პროექტში ჩართვა შესაძლებლობას აძლევს, როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ისე ფინანსური გამოცდილების მქონე პირებს გაეცნონ ტექნოლოგიურ სიახლეებს. პროგრამის მონაწილეები ასევე გაეცნობიან ბიზნესის გაფართოებისთვის პროდუქტიული გადაწყვეტების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და დიჯიტალიზაციის საკითხებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე, რასაც ადასტურებს, ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექ ეკოსისტემის განვითარების მიზნით გადადგმული არაერთი წარმატებული ნაბიჯი, როგორებიცაა: ღია ბანკინგი, ციფრული ლარი, რეგულირების ლაბორატორია და სხვა.
ამასთან, ფინანსურ ტექნოლოგიებში ცნობიერების ამაღლების მიზნით მუდმივად მართავს საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების ჩართულობით, სწორედ ამ პროცესის ნაწილია Fintech Foundation Program Flex - ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს საგანმანათლებლო პლატფორმა.
უახლესი
11 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?15 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა