ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ წლის განმავლობაში საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებები მნიშვნელოვანია.
„როგორც იცით, მას შემდეგ რაც დაიწყო ომი უკრაინაში, რუსეთს და ბელორუსიას დაუწესდა ახალი სანქციები ევროკავშირის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მიერ და ჩვენს მიერ მოთხოვნილი იყო საფინანსო სექტორისათვის, რომ ეს სანქციები ზუსტად უნდა დაიცვან.
სანქციების დაცვას საფინანსო სექტორი ძალიან სერიოზულად უდგება, ეროვნული ბანკი ახდენს ამ სანქციების დაცვის მონიტორინგს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა მესტვირიშვლმა.
დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში მოისმინა.
უახლესი
56 წუთის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“