2023 წლის 8 თვეში კომპანია ენოვუსი • Enovus-ის გაყიდვები 50-60%-იან ზრდას აჩვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ განახლებადი ენერგიის გენერაციის წყაროებზე მოთხოვნა გაზრდილია. როგორც Business Insider Georgia-სთან Enovus-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი სირაძემ განაცხადა, მისი კომპანიის გაყიდვების მიხედვით ქარის სადგურებისგან განსხვავებით ქვეყანაში ყველაზე დიდი მოთხოვნა მზის პანელებზეა.
“ქარი შედარებით ძვირი ტექნოლოგიაა, თან ყველა ადგილი ქარს სადგურის ექსპლუატაციისთვის არ გამოდგება“, - აცხადებს ირაკლი სირაძე.
Enovus-ის ხელმძღვანელის თქმით, მზის პანელების შემოტანა ჩინეთიდან ხდება. იმისათვის, რომ ქარის სადგურები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ადგილობრივი ბაზრისთვის Enovus-ი მათ უკვე ჩინეთიდან შემოიტანს და არა ევროპიდან. ჩინეთიდან შემოტანილი სადგურების ღირებულება კი გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპაში წარმოებული. ფასი სხვაობა დაახლოებით 40%-ი იქნება“, - ამბობს ირაკლი სირაძე.
Enovus-ის ჩინეთიდან 1 კვტ-იან ქარის სადგურს უახლოეს პერიოდში შემოიტანს და სადემონსტრაციოდ თერჯოლაში, სოფელ ჩხარში დაამონტაჟებს. ხოლო სარეალიზაციოდ კი უფრო მაღალი წარმადობის ქარის სადგურის შემოტანას აპირებს.
Enovus-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მზის პანელებზე მოთხოვნა ძირითადად ბიზნესის მხრიდანაა, "ვისაც ელექტროენერგიის დიდი მოხმარება აქვს, ყველა მზის პანელებს ამონტაჟებს: ბენზინგასამართი სადგურიდან დაწყებული სუპერმარკეტით დამთავრებული“.
„რაც შეეხება კერძო სახლებში მზის პანელების მონტაჟს საბოლოო ჯამში ძვირი ჯდება და ჩვენთვისაც არამომგებიანია. მოცულობებია პატარა და მომგებიანი არ არის“, - ამბობს Enovus-ის გენერალური დირექტორი.
ამ ეტაპზე Enovus-ის მზის პანელების მონტაჟს ქარელში ერთ-ერთ ფერმაში ახდენს, რაც საბოლოდ ფერმას წლიურად 200 ათასი ლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. აღნიშნული ფერმა გამანაწილებელი ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიას აღარ გამოიყენებს, სადგურის ღირებულებას კი 5 წელში დაიბრუნებს და სადღაც 25 წელი უფასო ელექტროენერგია ექნება.
„მზის პანელებზე მოთხოვნა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია, რადგანაც დასავლეთ საქართველოში უფრო მეტი ღრუბელია და შესაბამისად ნაკლებია გამომუშავებაც“, - ამბობს Enovus-ის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ Enovus-მა ოპერირება 4 წლის უკან დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში რეალიზაციის მაჩვენებლების 200%-იან ზრდას მიაღწია.
უახლესი
2 საათის წინ
Snacky ასორტიმენტს აფართოებს და გაყიდვებს ზრდის