დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ენგური ატრაქცია“ კაშხალთან ზიპლაინის მოსაწყობად ინვესტორებს ეძებს

„ენგური ატრაქცია“ კაშხალთან ზიპლაინის მოსაწყობად ინვესტორებს ეძებს

28-09-2023 09:00:38

დიდი სურვილი გვაქვს, რომ ენგურჰესის კაშხალთან ზიპლაინი დამონტაჟდეს, რაც ამ მარშრუტზე ვიზიტორების კონტრიბუციას გაზრდის, - ამის შესახებ Business Insider Georga-ს „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ზიპლაინის მოსაწყობად ₾1,5 მილიონია საჭირო და შესაბამისი პროექტი, რამდენიმე პოტენციურ ინვესტორს უკვე გადაუგზავნეს. 

„ზიპლაინის პროექტი მსგავსი პროფილის ორგანიზაციას გავუგზავნეთ. რამდენიმემ გამოთქვა ინტერესი. ეს პროექტი მიბმულია იმაზე, თუ რამდენი ვიზიტორი სტუმრობს კაშხალს. რა თქმა უნდა კომპანიები აკვირდებიან რამდენად მზარდია ეს მაჩვენებელი. ინტერესი გამოთქვა ესტონურმა კომპანიამ, ასევე პროექტი მივაწოდეთ  ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ამ ბიზნესით არიან დაკავებულნი. ახლა ეს ბიზნეს სუბიექტები განიხილავენ, რამდენად ღირს კონტრიბუციის ჩადება, იმისთვის, რომ ენგურჰესთან ზიპლაინის პროექტი განხორციელდეს“, - ამბობს Business Insider Georga-თან „ენგური ატრაქციის“ დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ელი მაისიდან 2023 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით ენგურჰესის კაშხალს 81 709 ვიზიტორი ესტუმრა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები