დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემამ, შესაძლოა, სვანეთში ტურისტულ სეზონს საფრთხე შეუქმნას - „ბანგურიანი“ მესტიაში

ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემამ, შესაძლოა, სვანეთში ტურისტულ სეზონს საფრთხე შეუქმნას - „ბანგურიანი“ მესტიაში

11-11-2023 10:00:16

ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების საკითხი სვანეთისთვის ისევ მოუგვარებელია. სასტუმროებში ახალი სეზონისთვის სამზადისი დაწყებულია და პირველ შეკვეთებსაც აფორმებენ.

სექტორში ღიად აცხადებენ, რომ ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემა ნამდვილად იწვევს შიშს და გაურკვევლობას, რადგან შეიძლება ამ პრობლემის გამო შეკვეთები გაუუქმდეთ, რის ფაქტიც შარშანდელ სეზონზე არაერთი იყო.

,,ბანგურიანის“ დირექტორი ნოდარ ჯაფარიძე Business Insider Georgia -თან ამბობს, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგია მუნიციპალიტეტს ჩვეულებრივ მიეწოდება, თუმცა გასულ კვირას ელექტროენერგიის მიწოდება რამდენჯერმე შეწყდა. 

„ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტი ხშირია. ამ მომენტში შეფერხება არ არის, მაგრამ წინ ზამთარია და მოგვარდება თუ არა პრობლემა, არ ვიცით. ელექტროენერგიის საკითხი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად არის მესტიაში, რატომღაც ვერ მოწესრიგდა ეს სფერო, აქედანვე შიშს იწვევს მოახლოებული სეზონი, რადგან შეიძლება სასტუმროს გამართულ მუშაობაში ხელი შეგვეშალოს.

პირველ რიგში, დენის გათიშვა მილებში წყლის გაყინვას გამოიწვევს, რაც ინფრასტრუქტურაში შექმნის პრობლემას. ტურისტი არ წამოვა  ასეთ პირობებში, რაც მერე ჯავშნებზეც აისახება. შეკვეთები დაწყებულია, დადებითი მოლოდინია და ელექტროენერგიის სისტემურმა მოუწესრიგებლობამ შეიძლება დიდი დაბრკოლება შექმნას“, - ამბობს ნოდარ ჯაფარიძე.

ცნობილი ფაქტია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტრომომარაგების შეფერხება მოსახლეობის მაინინგის პროცესში ჩართვას უკავშირდება, რასაც ადგილობრივი ხელისუფლებაც აღიარებს. ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები მზარდ დატვირთვას ვერ უძლებენ, ის გამოც ადგილზე დენის მომარაგებაში პრობლემაა  და ტურისტულ სეზონს საფრთხეს უქმნის.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები