დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ექსპორტზე მოთხოვნის გამო, „ჩიტო გვრიტოს“  წარმოება სამჯერ გაიზრდება - „ბუმ გრუპი“

ექსპორტზე მოთხოვნის გამო, „ჩიტო გვრიტოს“ წარმოება სამჯერ გაიზრდება - „ბუმ გრუპი“

12-03-2024 14:00:00

„ბუმ გრუპის“ ლიმონათი „ჩიტო გვრიტო“ სამ ქვეყანაში იყიდება. კომპანია ლიმონათის წარმადობის ზრდას საექსპორტო ბაზრებზე არსებული მოთხოვნის გამო, 2024 წელს სამ მილიონ ბოთლამდე გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის კომერციული დირექტორი ბესარიონ ურუმაშვილი ამბობს, „ჩიტო გვრიტოზე“ მოთხოვნა ძირითადად შუა აზიის რესპუბლიკებში იზრდება. ლიმონათი იყიდება რუსეთის ფედერაციასა და პოლონეთში.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, 2023 წელს ამ ბაზრებზე მინის ბოთლებში ჩამოსხმული „ჩიტო გვრიტოს“ 1 მილიონი ბოთლი გაიყიდა. ვარაუდობენ, რომ 2024 წელს გაყიდვები 3 მილიონ ბოთლს მიაღწევს და შესაბამისად ბრენდის წარმადობაც სამჯერ გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს „ბუმ გრუპის“ წარმადობამ 75 მილიონი ცალი ბოთლი შეადგინა. კომპანია 2024 წელს წარმადობის 90 მილიონ ცალამდე გეგმავს. 

ცნობისთვის,ბუმ გრუპი“, ენერგეტიკული სასმელების ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია მზარდი ტემპებით ვითარდება და დღეს ბაზრის 55%-ს ფლობს. საწარმო ორხევში მდებარეობს, სადაც 150 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები