დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკის სამინისტროს მოლოდინით, რომ 2023 წელს ექსპორტის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს

ეკონომიკის სამინისტროს მოლოდინით, რომ 2023 წელს ექსპორტის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს

13-11-2023 04:58:48

„საგარეო ვაჭრობის კუთხით პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდა მიმდინარე წლის ოქტომბერშიც -  ექსპორტი,  რომელიც  ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, გაზრდილია 10.4%-ით და  მისი მოცულობა 495 მლნ. აშშ. დოლარს აღემატება" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის ათ თვეში ექსპორტი,  ჯამურად 12.5%-ით გაიზარდა და 5.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,  ათი თვის მონაცემებით მნიშვნელოვნად - 16.2%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვაც და 17.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.  

„მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ექსპორტის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ფარგლებში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მნიშვნელობას,  რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ექსპორტის პოტენციალის ზრდისა და ეფექტიანი გამოყენების, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები