დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკის რომელი დარგების წილი შემცირდა ექსპორტში ივლისში - გოგიტა თოდრაძის განმარტება

ეკონომიკის რომელი დარგების წილი შემცირდა ექსპორტში ივლისში - გოგიტა თოდრაძის განმარტება

31-08-2023 18:30:13

წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.2 პროცენტი 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაზრდილია 16%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია 19%-ით.

2023 წლის ივლისში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 5 750 ახალი საწარმო რაც 1,2% აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, - ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 3%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და თითქმის 12 მილიარდ ლარს გაუტოლდა. 

წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა.

2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.

რაც შეეხება მიზეზებს, გოგიტა თოდრაძის განმარტებით დარგობრივ ჭრილში, საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ისე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდასთან. 

მშენებლობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო შენობა-ნაგებობების პროექტების შემუშავებასთან, ასევე გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 26%-ით არის გაზრდილი ცემენტისა და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი.  რაც შეეხება ვაჭრობის სექტორს, აქ ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობილების, მათი ნაწილებისა და აქსესუარებით ვაჭრობის გაფართოებასთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით ორჯერ გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მოცულობა, განსაკუთრებით ყირგიზეთისა და ყაზახეთის მიმართულებაზე.

გარდა ამისა გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით, ასევე კომპიუტერებით ვაჭრობის მოცულობა. 

პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ბიზნესის მართვაში საკონსულტაციო საქმიანობებთან, ასევე არქიტექტურულ საქმიანობებთან და სარეკლამო სააგენტოების საქმიანობის მოცულობის გაფართოებასთან. 

რაც შეეხება კლების ტენდენციებს, დამამუშავებელ სექტორში გამოვლინდა, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, ასევე მინერალური სასუქების წარმოების შემცირებასთან. 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 95%-ით არის შემცირებული ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი.

დამამუშავებელ მრეწველობასთან მიმართებით ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად სექტორის კლებისა, გაზრდილია სასმელების წარმოების მოცულობა და მისი ექსპორტი. 

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, კი კლების ტენდენცია განაპირობა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სექტორში დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებამ“,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები